ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

თელავში მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტურ ფორმებზე იმსჯელეს

თელავში მოქალაქეთა ჩართულობის არსებულ გამოცდილებასა და ეფექტური თანამშრომლობის ფორმებზე იმსჯელეს.

შეხვედრას, რომელიც ლოპოტაზე გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც თელავის, გურჯაანის და ყვარლის ადგილობრივი თვითმმართველობის, თელავის და გურჯაანის საკონსულტაციო საბჭოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ინსტრუმენტის initiative.ge-ს გაცნობა, რომელიც ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას, რომ თავისი ინიციატივები მიაწოდონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტების გამოყენება. გარდა ამისა, განვიხილეთ საუკეთესო მაგალითები, ის შედეგები და გამოწვევები რომელიც შეიძლება ამ პროცესს თან ახლდეს. საბოლოო ჯამში, უნდა მოხდეს საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ინიციატივების ასახვა და განსაზღვრა’’, – განაცხადა მაია მამულაშვილმა.

შეხვედრა ორგანიზებული იყო მედია ცენტრი კახეთის მიერ, პროექტის ,,ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარებისათვის” ფარგლებში.