თელავში სამოქალაქო საზოგადოებისა და თვითმმართველობის ეფექტური თანამშრომლობის ფორმებზე იმსჯელეს
თელავში რეგიონული პოლიტიკის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე, ეფექტური თანამშრომლობის ფორმებზე, მოქალაქეთა ჩართულობის არსებული პრაქტიკასა და გამოცდილებაზე და საკონსულტაციო საბჭოს როლსა და ფუნქციებზე იმსჯელეს.
შეხვედრას, რომელიც ლოპოტაზე გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთის მიერ იყო ორგანიზებული, რომელსაც თელავის, გურჯაანის და ყვარლის ადგილობრივი თვითმმართველობის, თელავის და გურჯაანის საკონსულტაციო საბჭოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მედია ცენტრი კახეთის დირექტორის, მაია მამულაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე
კომუნიკაციის სტრატეგიის საკვანძო საკითხებზე, თანამშრომლობისა და თანამონაწილეობითი დაგეგმვის არსებული მექანიზმებსა და კომუნიკაციის სტრატეგიის შესახებაც იმსჯელეს.
,,შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ადგილობრივ და რეგიონულ განვითარებაში მოქალაქეთა ჩართულობის მეანიზმები. ასევე მოხდა მოქალაქეთა ჩართულობის ახალი ინსტრუმენტის initiative.ge-ს გაცნობა, რომელიც ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას, რომ თავისი ინიციატივები მიაწოდონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.
შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტების გამოყენება. გარდა ამისა, განვიხილეთ საუკეთესო მაგალითები, ის შედეგები და გამოწვევები რომელიც შეიძლება ამ პროცესს თან ახლდეს.
საბოლოო ჯამში კი უნდა მოხდეს საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ინიციატივების ასახვა და განსაზღვრა რა ძირითადი საკითხები უნდა გადავჭრათ’’,- განაცხადა მაია მამულაშვილმა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო მედია ცენტრი კახეთის მიერ, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა და ორგანიზაცია ,,world wision”-ის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული ერთობლივი პროექტის ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის“ ფარგლებში.