პრეზიდენტი – საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 3 მიზეზს ასახელებს, თუ რატომ ფიქრობს, რომ 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა არის არაკონსტიტუციური.
“საქართველოს პარლამენტის ხვალინდელი სხდომა არაკონსტიტუციურია: მასობრივმა საარჩევნო გაყალბებამ ეჭვქვეშ დააყენა მისი ლეგიტიმაცია. მე უარი ვთქვი პირველი სხდომის მოწვევაზე და კონსტიტუცია არავის ცნობს ჩემს შემცვლელად. ჩემი მიმართვა განხილვის მოლოდინშია საკონსტიტუციო სასამართლოში”, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.