სიღნაღის მერიამ სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
უწყებაში განმარტავენ, რომ მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოხალისეებთან ერთად ადგილობრივებს პროექტის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
“სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში. სწორედ სამოქალაქო ბიუჯეტის არსიდან გამომდინარე, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა თვითონ გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები”, – განმარტავენ მერიაში.