ახალი ამბები

ხმაური სიღნაღის მერიაში – სამუსიკო სკოლების მასწავლებლები დაგვიანებული ხელფასის მიღებას ითხოვენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წუთებში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. ადმინისტრაციულ შენობაში 5 სამუსიკო სკოლის ათამდე პედაგოგი დილიდან შეიკრიბა.

ისინი ერთი თვით დაგვიანებული კუთვნილი შრომის ანაზღაურების მიღებას ითხოვენ. სამუსიკო სკოლების მასწავლებლები მუნიციპალიტეტის მერისგან აღნიშნულ პრობლემაზე ახსნა-განმარტებას მოითხოვენ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გოგილაშვილის განმარტებით, ის უკვე ესაუბრა ფინანსთა სამინისტროს შექმნილი პრობლემის შესახებ, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, სახელფასო დავალიანებას როდის გაისტუმრებენ.

პედაგოგების გარდა, ხელფასი არ მიუღიათ მერიის დასუფთავებისა და კიდევ რამდენიმე სამსახურის თანამშრომლებს. სახელფასო დავალიანება ჯამში 200 ათას ლარს შეადგენს.

ნიკოლოზ ესიტაშვილი