სიღნაღის მერია სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას იწყებს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება საინფორმაციო შეხვედრები სოფელში მცხოვრები მოსახლეობისთვის.
როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, ამიტომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში.
,,სამოქალაქო ბიუჯეტის არსიდან გამომდინარე, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა თვითონ გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები. იყავი აქტიური მოქალაქე, ჩაერთე პროცესებში და შეცვალე შენი სოფელი უკეთესობისკენ”,- აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.