საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა
არსებული ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.
ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირების მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს დაახლოებით 2 საათის წინ მიმართა.
განცხადებით ხალვაშმა ტელეკომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში პარტნიორისა და წილის ცვლილება მოითხოვა.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ტელეკომპანიის მეწილეები იყვნენ შპს „ტელეკომპანია საქართველო“ – 51 პროცენტი, ლევან ყარამანიშვილი – 22 პროცენტი, გიორგი ყარამანიშვილი – 18 პროცენტი, ნინო ნიჟარაძე – 9 პროცენტი.