ახალი ამბები

სოფელ ჯუგაანში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა სახლს დაეცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა კიკილაშვილების საცხოვრებელ სახლს დაეცა.

ოჯახის ერთ-ერთი წევრის თქმით, რაკეტა ჯერ სახლის სახურავს დაეცა, შემდეგ ოთახის ჭერი გახვრიტა და იატაკი დააზიანა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

დაზარალებულების თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა მათ დაზიანებული სახლის რეაბილიტაციას დაპირდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  აღნიშნული ფაქტის შესასწავლად კიკილაშვილების სახლში პოლიცია იმყოფებოდა.

ფოტო: imedinews