ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა
ყანდაურაში ცოლის, შვილის, რძლისა და ორი ნათესავის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის ომარ გამყრელიძეს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა.
გამყრელიძის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალის დაზუსტება მოხდა და ახლა უკვე ომარ გამყრელიძეს არა მკვლელობა, არამედ მკვლელობაში დახმარება ედება ბრალად.
„მტკიცებულება არ არსებობს, რომ ომარ გამყრელიძეს მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი და არც ახლა არსებობს რამე მტკიცებულება, რომ ის ვინმეს დაეხმარა. მკვლელი დაკავებული არ არის, არ არსებობს პირი, რომელიც ამბობს, რომ ომარ გამყრელიძე რამით, თუნდაც დაფარვით, ან რამით მკვლელს ეხმარებოდა. ეს მხოლოდ ვარაუდებია და ეფუძნება არა რეალურ ფაქტებს“, – განაცხადა ადვოკატმა.
ყანდაურაში მკვლელობა 3 მაისს მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, 85 წლის ომარ გამყრელიძეს ბრალი შვილის, რძალის და ორი ნათესავი მკვლელობაში ედებოდა ბრალი. უწყების ინფორმაციით,მან 76 წლის მეუღლეს კი თავის არეში ესროლა. დაშავებული ქალი თვეზე მეტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ბრალდებულის ერთ-ერთ შვილს, ნოდარ გამყრელიძეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შვილიშვილი კი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვის ბრალდებით დააკავეს.