წიგნის კითხვის დღეს თელავიც შეუერთდა
თელავის ცენტრალურ მოედანზე მდებარე სკვერში ”სამოქალაქო მოძრაობის” ინიციატივით წიგნის კითხვის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ახალგაზრდებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე პერფორმანსი მოაწყეს და წიგნები წაიკითხეს.
“23 ივლისი უკვე 4 წელია ტრადიციულად კითხვის დღედ არის გამოცხადებული. თელავში წელს ამ ღონისძიებას “სამოქალაქო მოძრაობის” ახლაგაზრდებიც შევუერთდით და ამით გვსურს, სიმბოლური აქტით კიდევ ერთელ ვთქვათ მრავალჯერ თქმული ლიტერატურის მნიშვნელობა, თუ რამხელა გარდამტეხი როლის თამაში შეუძლია წიგნს ინდივიდის ჩამოყალიბებაში და რომ მომავალმა თაობებმა არ უნდა დავივიწყოთ ეს” – განუცხადა knews.ge-ს “სამოქალქო მოძრაობის” მოხალისემ ანა ჯანელიძემ.