რატომ მინდა ევროპა
USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში „მედია ცენტრი კახეთის“ MCK მიერ მოსწავლეებისათვის მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა შეხვედრა ევროინტეგრაციის თემაზე.
თელავის ტექნო პარკში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა.
სადისკუსიო შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები, რომლის შესახებ მოხსენება გააკეთა საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სპეციალურმა წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ.
შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი კონკურსის თაობაზე და დასვეს შეკითხვები USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის თაობაზე.
ნახეთ ვიდეო აქ: