ქვეყანაში საწვავის კიდევ 10 თეთრით გაიაფებას ელიან
საქართველოში საწვავი, შესაძლოა, კიდევ 10 თეთრით გაიაფდეს.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა, ქვეყნის სანავთობო ბაზარზე სიტუაცია სტაბილურია, ქვეყანას გააჩნია საწვავის მარაგები, შესაბამისად, უსიამოვნო სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ.
„გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია. ფასები მოდის ქვემოთ. საცალო ქსელებში კიდევ ველოდებით, რომ 10 თეთრამდე გაიაფდება საწვავი“,-აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.