,,აირჩიე პროფესია“- სკოლის მოსწავლეები კოლეჯ ,,აისში’’ პროფესიებს გაეცნენ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, კოლეჯ “აისში”, ბანაკის – “აირჩიე პროფესია”, რომელიც 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა.
ბანაკის ორგანიზატორმა საკრებულოს სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მაია ბეროშვილმა პროექტში მონაწილე ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა.
მისი თქმით, ბანაკი “აირჩიე პროფესია” სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდენ.
,,ბანაკში ,,აირჩიე პროფესია“ ჩავრთეთ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების მე-9 კლასელი მოსწავლეები. ახალგაზრდები მეფუტკრეობის,მეღვინეობის, მზარეულის, მევენახეობის, დურგალის და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებლის პროფესიებს გაეცნენ.
სულ 16 მოსწავლე იღებდა მონაწილეობას და პროფესიების გაცნობის დროს, ეცნობოდნენ როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ აქტივობებში იყვნენ ჩართული. საღამოს კი სპორტული აქტივობები და ფილმის ჩვენებები იმართებოდა. ბანაკის დაგეგმვაში დამეხმარნენ გურჯაანის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი, საკრებულოს უმრავლესობის ლიდერი გიორგი მაჭავარიანი, კაჭრეთის კოლეჯიდან დალი მაჭავარიანი და კოლეჯის ხელმძღვანელი მალხაზ ასლამაზაშვილი.
გარდა ამისა, ამ საკითხზე ინიციატივა დავაყენე საკრებულოს სხდომაზე და უკვე მერიასაც გადავუგზავნეთ, რომ მომავალ წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს საჭირო ფინანსები, რომ ბავშვები კარგად გაეცნონ პროფესიებს კოლეჯში. ეს მათ დაეხმარებათ პროფესიის არჩევაში და გაუმარტოვებთ ცხოვრების დაგეგმვას’’,- განუცხადა knews.ge-ს მაია ბეროშვილმა.