სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს ააშენებს
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი სასტუმრო “Park Hotel” აშენდება.
კომპანია “სილქ როუდ ჯგუფში” განმარტავენ, რომ საუბარია ეკონომ კლასის 70 ნომრიან სასტუმროზე, რომელიც საშუალო სეგმენტზე იქნება ორიენტირებული.
ახალი სამსართულიანი სასტუმრო პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს. 70 ნომრიანი სასტუმრო Park Hotel შედარებით დაბალბიუჯეტიანი იქნება, ვიდრე სასტუმრო “რედისონი”. ახალი სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი დოლარია.