სოფელ კისისხევში ოთხსულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაენგრა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში საცხოვრებელი სახლი დაინგრა, რის გამოც ლაზარიაშვილების ოთხსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
სახლის მესაკუთრის, ალექსი ლაზარიაშვილის ინფორმაციით, მას სხვა საცხოვრებელი არ აქვს.
მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსის ვაჟა ლეშკაშელი განცხადებით, დაზარალებულ ოჯახს ქირით მერია უზრუნველყოფს.
ნიკოლოზ ესიტაშვილი