თელავში მსახიობების ნინო კურტანიძის და ზურა ლომიძის ვარსკვლავები გაიხსნა
ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობების, ნინო კურტანიძის და ზურა ლომიძის სასცენო მოღვაწეობის 40 წლის აღსანიშნავად, თეატრის წინ მათი ვარსკვლავები გაიხსნა.
თელავის თეატრში გამართულ საღამოზე ნინო კურტანიძემ და ზურა ლომიძემ ცნობილი სპექტაკლებიდან ეპიზოდები შეასრულეს.
მსახიობებს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, მათ ასევე მიენიჭათ ,,ამაგდარის,, წოდებაც.
ნინო კურტანიძეს და ზურა ლომიძეს 40 წლის განმავლობაში თელავის თეატრში დადგმულ ათეულობით სპექტაკლში არაერთი საინტერესო როლი აქვთ შესრულებული.
ორივე მათგანი პროფესიული ჯილდოს ,,წლის საუკეთესო მსახიობი ქალისა და მსახიობი მამაკაცის,, არაერთგზის მფლობელია.