სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი სამაცივრე მეურნეობა ამოქმედდა
სახელმწიფოს მხარდაჭერით, შპს „ხორნაბუჯმა“ ქალაქ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა ააშენა.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად,- 1,500,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 656,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 525,000 ლარი სახელმწიფო გრანტია.
სააგენტოს ინფორმაციით, სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში საშუალოდ 360 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში მუდმივად 10 ადგილობრივია დასაქმებული.
2020 წელს, სახელმწიფო საწარმოს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის – HACCP-ის დანერგვაში დაეხმარება.
სააგენტოს ცნობით, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში 74 ახალი საწარმო გაიხსნა.