სიღნაღში კამპანიის ,,ძალა ევროპაშია” ფარგლებში შეხვედრები გაიმართება
14 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვრივალობა-საქართველოს“ და კოალიციის „ევრო-ატლანტიკური საქართევლოსთვის“ წარმომადგენლები, კამპანიის „ძალა ევროპაშია“ მხარდამჭერებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრებიან.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შეხვედრები დაგეგმილია ქალაქ წნორსა და სოფელ ვაქირში
,, შეხვედრები წნორში, ცოდნის კაფეში, 12:00 საათზე დაიწყება, ხოლო სოფელი ვაქირის “ახალგაზრდულ ცენტრში” 14:00 საათზე.
ტურის მიზანია, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიეწოდოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის დადებით მხარეებზე, ასევე, რუსული პროპაგანდის გავლენებზე.
კამპანიის მხარდამჭერები ადგილობრივებს ღია დისკუსიის ფორმატში შეხვდებიან, გაუზიარებენ მეტ ინფორმაციას ევროინტეგრაციის უპირატესობებსა და ამავე დროს რუსული პროპაგანდის მოძლიერებულ საშიშროებაზე. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითებზე”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.