აზროვნების აკადემია თელავში საგანმანათლებლო შეხვედრებს გამართავს
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით აზროვნების აკადემია თელავში საგანმანათლებლო შეხვედრებს იწყებს.
3 ნოემბერს, 16 საათზე, შეხვედრა ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილთან გაიმართება. შეხვედრის თემა იქნება „თავისუფლება“. თელავის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება მოისმინონ და მათთან ერთად განიხილონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
პროექტი ხორციელდება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის და აზროვნების აკადემიის ერთობლივი ორგანიზებით.
ნიკოლოზ ესიტაშვილი