თელავი–ყვარლის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
თელავი- ყვარლის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად 5-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მერსედერსის და გოლფის მარკის მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორივე მანქანის მძღოლი და მანქანაში მჯდომი მგზავრები.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით თელავის საავადმყოფოში მოათავსა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.