ახალი ამბები

კოლეჯ ,,აისსა“ და ბელარუსის საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კაჭრეთის კოლეჯ ,,აისსა“ და ბელარუსის საგანმანათლებლო დაწესებულება „გოროდოკის სახელმწიფო აგროტექნიკურ კოლეჯს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს სტუდენტების, მასწავლებლებისა და მენეჯმენტის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას.

,,აღნიშნული მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია. ის ხელს შეუწყობს კოლეჯის სტუდენტების და პედაგოგების გაძლიერებას. ისინი ჩაერთვებიან გაცვლით პროგრამებში და გაეცნობიან ბელარუსის საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ სიტუაციას”, – განაცხადეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.