ძლიერმა ქარმა სოფელ კაჭრეთში საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 4 სართულიან კორპუსში 30-მდე ოჯახი ცხოვრობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, იგი ამ წუთებში ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე იმყოფება და არსებულ სიტუაციას ეცნობა.
მისი თქმით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი დაითვლება და შენობის გადახურვისთვის საჭირო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ფოტო: გურჯაანის ტელევიზია