დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თელავში ღონისძიებები გაიმართება
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლისთავთან დაკავშირებით თელავში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.
დღის განმავლობაში დაგეგმილია შემეცნებითი ხასიათის ლექციები, სემინარი და დოკუმენტური ფილმის ჩვენება. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში დაგგემილია ქართული ღვინის შესახებ სტენდების მოწყობა, საბავშვო ქალაქი, თიხაზე მუშაობის საჩვენებელი სივრცე, ჩატარდება კონცერტები ადგილობრივი და ცნობილი მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.
თელავის მერიის ინფორმაციით, გაიმართება სამხედრო ტექნიკის გამოფენა, ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ასევე, ჩატარდება ქართული სამზარეულოს მასტერკლასები და გაიმართება.
,,ღონისძიებები თელავში დილიდან დაიწყება. მთავარ სცენაზე მთელი დღის განმავლობაში გაიმართება კონცერტები ადგილობრივი და ცნობილი ჯგუფების მონაწილეობით. 13:00 –დან 20:00 საათამდე გაიმართება ქვევრის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება შემეცნებითი ლექცია/სემინარები ქართულ ღვინოზე, დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სტენდები ქართული ღვინის შესახებ თიხაზე მუშაობის საჩვენებელი სივრცე და სხვა. გაიმართება ღვინის და სამხედრო ტექნიკის გამოფენა.
ჩატარდება ქართული სამზარეულოს მასტერკლასები: პურის ცხობის და ჩურჩხელის ამოვლების მასტერკლასი, მოეწყობა ჭაჭის გამოხდის საჩვენებელი სივრცე. ასევე მოეწყობა ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა და ღვინის მოედანი, სადაც დაგეგმილია სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
გარდა ამისა, მოედანზე მოეწყობა საბავშვო, დაგეგმილია პორტული და მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო შემეცნებით გასართობი პროგრამა, ზღაპრის გმირები, მხიარული კარნავალი და სხვა”, – აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
101 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რომელიც ყველა წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ ცნო. დამოუკიდებლობის დღე საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება.