ერეკლე მეფის დაბადების 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები შესაძლოა გადაიდოს
კორონავირუსის საშიშროების გამო, თელავის ისტორიულ მუზეუმში ერეკლე მეფის დაბადების 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დაგეგმილი ღონისძიებები შესაძლოა გადაიდოს.
თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის თქმით, 7 ნოემბერს ერეკლე მეფისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიებები იგეგმებოდა, რომლისთვისაც მზადება გასული წლიდან დაიწყო.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე, თორნიკე ხალხელაური