სიღნაღის მერია სამოქალაქო ჩართულობის გასაზრდელად ახალ პროექტს იწყებს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს სამოქალაქო ბიუჯეტის კოორდინატორების შერჩევას.
უწყებაში განმარტავენ, რომ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს 18 წლიდან.
,, სამოქალაქო ბიუჯეტი დემოკრატიის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ეს არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში, რის მეშვეობითაც მოქალაქეებს შეუძლიათ თვითონ გადაწყვიტონ თუ რაში დაიხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები.
სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში მუნიციპალიტეტი სამ ზონად დაიყოფა. პირველი ზონა მოიცავს ქ. სიღნაღს, ნუკრიანს, მაღაროს, ბოდბეს და ილიაწმინდას. მეორე ზონა – ქ. წნორს, საქობოს, ვაქირს და ანაგას. მესამე – ბოდბისხვს, ჯუგაანს, ტიბაანს, ძველ ანაგას და მაჩხაანს.
თითოეულ ზონას ესაჭიროება ერთი კოორდინატორი, რომლის ძირითადი მოვალეობაც იქნება: პროექტის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის ხელშეწყობა, მოქალაქეების დახმარება განაცხადის შევსებაში, საჯარო შეხვედრების მოწყობა.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან შესაბამის გადამზადებას” – აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
უწყების ინფორმაციით, კოორდინატორობის მსურველებმა, რომლებიც ადგილობრივები უნდა იყვნენ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ განცხადება და პირადობის მოწმობის ასლი ელექტრონულ ფოსტაზე:, samoqalaqobiujeti@gmail.com ან დარეკონ ნომრებზე 23 20 47; 599855600.