წნორში ხანძრის შედეგად 40 ტონამდე მარცვლეული განადგურდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში ყოფილი წისქვილკომბინატის შენობა დაიწვა. შენობას ინდოეთის მოქალაქეები ხორბლის და ქერის მოსავლის შესანახად იყენებდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს განადგურდა 40 ტონამდე მარცვლეული და სასოფლო- სამეურნეო ტექნიკა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო სამაშველო ბრიგადები და ცეცხლის სალიკვიდაცოო სამუშაოები მიმდინარეობს.
რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე, სახანძრო სამაშველო ბრიგადებთან ერთად, მობილიზებულია პოლიცია, რომელიც სავარაუდოდ, კამერების ჩანაწერებს ამოიღებს და მომხდარის დეტალები მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა.
ნატალია ცისკარაშვილი