სიღნაღის მუზეუმში ონლაინ სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ საჯარო დებატი ჩატარდა
სიღნაღის მუზეუმში ჩატარდა საჯარო დებატი ონლაინ სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.
საჯარო დებატში ჩაერთვნენ მოსწავლეები გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, დებატები განხორციელდა „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ Visegrad Fund-ის პროექტის “დებატები მუზეუმებში” მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით და პროექტ ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძეპატარკაციშვილის ფონდის მიერ.
მათივე ინფორმაციით, პროექტში ჩართულია 10 მუზეუმი მთელი საქართველოდან, მათ შორის ,,საქართველოს ეროვნული მუზეუმის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ქალაქ სიღნაღში“, რომელმაც გაიარა რამდენიმეეტაპიანი შესარჩევი კონკურსი და მოხვდა საერთაშორისო პროექტში ,,დებატები მუზეუმებში“, ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მუზეუმებში განათლების წახალისებას, რაც განხორციელდება მუზეუმების სივრცეებში იმ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობის ჩატარებით, რომლებიც დაკავშირებულია ფორმალურ დებატებთან. პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.