EBRD-ის დაფინანსებით, თელავის მუნიციპალიტეტს ახალი ავტობუსები ეყოლება
რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის (EBRD) დაფინანსებით, თელავის მუნიციპალიტეტს ახალი ავტობუსები ეყოლება.
თელავისთვის ახალი, დიზელზე მომუშავე, 8-10 მეტრიანი ავტობუსების შეძენას მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს. თელავის გარდა, პროექტი საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
პროექტს EBRD 19 მილიონი ევროთი დააფინანსებს.
ტენდერის გამოცხადება ამ წლის მესამე კვარტალში იგეგმება. თუ ტენდერი წარმატებით წარიმართება, კონტრაქტის გაფორმება წლის ბოლოს იგეგმება.
ნიკოლოზ ესიტაშვილი