ახალი ამბები

ყარაჯალაში ხანძრის ქრობისას გარდაცვლილ მეხანძრეს ექსპერტიზა უტარდება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ გელა მელიქიძეს ექსპერტიზა უტარდება.

მეხანძრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, უნდა გაირკვეს, რამდენად იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები, შემთხვევის წინ მიიღო თუ არა მეხანძრემ სათანადო ინსტრუქცია, ვინ იყო ვალდებული, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელს შესაბამისი ეკიპირება ჰქონოდა.

შეგახსენებთ, სოფელ ყარაჯალაში, რუსლან ალაზოვის საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა. სახლის მეპატრონის ინფორმაციით, ოჯახი სახლიდან ოცი წუთის გასული იყო.