ლაგოდეხის მერია ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიას შეუერთდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპულ ქარტიას შეუერთდა.
ღონისძიება, სადაც ხელი მოეწერა დოკუმენტს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტის, დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით გაიმართა.
„ათეა“-ს ვიცე-პრეზიდენტის თამარ ტალიაშვილის ინფორმაციით, ქარტიის მიხედვით, თვითმმართველობა საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ღონისძიებების გატარების ვალდებულებას იღებს.
„ამ ქარტიის წევრი ევროპის 1600-ზე მეტი ქალაქი და ადგილობრივი თვითმმართველობაა. ეს გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია. ისტორიული მოვლენაა ადგილობრივ ცხოვრებაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ევროპულ ქარტიასთან პირველი ქართული თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიერთება,“– განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
„ათეა“-სა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონული კონგრესის ერთობლივ ღონისძიებას, საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლები და ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ.