ლაგოდეხში შესაძლოა თამბაქოს მასობრივი მოყვანა დაიწყოს
ლაგოდეხის და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, ლაგოდეხში შესაძლოა თამბაქოს მასობრივი მოყვანა დაიწყოს.
მისი თქმით, საკითხი საწყის ეტაპზეა და მოკვლევა უნდა ჩატარდეს, თუმცა თუ თამბაქოს მოყვანის საკითხი გადაწყდება, პროცესში თანამონაწილე სახელმწიფო იქნება.
“კონსულტაციებს გავდივართ სოფლის მერუნეობის სამინისტროსთან, უნდა ჩატარდეს კვლევები. კვლევას კიდევ დრო სჭირდება. ლაგოდეხი ერთ-ერთი წარმატებული იყო ამ კუთხით. თამბაქოს მოსაყვანად, ინფრასტრუქტურა, როგორც ასეთი, ლაგოდეხში აღარ არსებობს. უახლესი თანამედროვე ინფრასტრუქტურა სულ სხვანაირია და შესაბამისობაში ვერ მოვლენ ერთანეთთან, რაც ათეული წლის წინ იყო. რამდენიმე კვირაში გვექნება პასუხი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თამბაქოს კულტურა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 1990 წლამდე მასობრივად მოჰყავდათ და მისი რეალიზაცია ძირითადად რუსეთში ხდებოდა.