ლაგოდეხის ნაკრძალში შავი კლდეების ტბის ბილიკი გაიხსნა
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს შავი კლდეების ტბის ბილიკი შეემატა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სულამანიძეს ინფორმაციით, ბილიკი ტურისტებს უკვე ელის.
,,ბილიკი საქართველოში არსებული ბილიკებიდან ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ულამაზესი ხედებით.
ტური იწყება ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციიდან. 10-15 წუთში გზად რცხილნარის უნიკალური კორომია, რაც კავკასიაში საკმაოდ იშვიათობაა.
გზად არსებობს ტურისტული თავშესაფარიც, მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ გადაადგილდნენ ცხენებით, შეისვენონ სპეციალურად მოწყობილ საპიკნიკე ადგილებზე, ღამე გაათენონ კარვებში და იქირაონ შესაბამისი აღჭურვილობა.
შავი კლდეების ტბა წარმოადგენს ბუნებრივ საზღვარს საქართველოს და დაღესტანს, რუსეთის ფედერაციას შორის.ბილიკი 42 კილომეტრია და ლაშრობის ხანგრძლივობა 3 დღეს მოიცავს”,– განაცხადა გიორგი სულამანიძემ.