საგარეჯოში 12 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 12 სკოლის რეაბილიტაციაზე 730 000 ლარი დაიხარჯება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 8 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, 4-ზე კი უახლოეს მომავალში გამოაცხადდება.
“რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ საგარეჯოს 1-ელ, გიორგიწმინდის, გომბორის, თოხლიაურის, მანავის, ნინოწმინდის, პატარა ჩაილურის, უდაბნოს, ყანდაურის, წყაროსთავის, ხაშმისა და უჯარმის საჯარო სკოლებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის სულ 730 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა ადგილობრივ თვითმმართველობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადასცა”, – აცხადებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი მიმდინარე წელს მეორედ გამოაცხადა, პირველ ჯერზე ტენდერი ჩავარდა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი