თელავში ორი კოვიდ -სასტუმრო ფუნქციონირებს
თელავში ორი კოვიდ სასტუმრო ფუნქციონირებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების შეყვანა და მკურნალობა ხდება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კოვიდ სასტუმროებად ფუნქციონირებს თელავში სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ” და სოფელ ნაფარეულში ,,ტყუპების მარანი”.
კახეთის რეგიონში ამ დროისთვის ორი კოვიდ- კლინიკა ფუნქციონირებს.
ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, აღნიშნული კლინიკები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს იღებენ და ადგილზე უწევენ სამედიცინო დახმარებას.
მისივე განმარტებით, კოვიდ-კლინიკად გადაკეთდა არქიმედეს კლინიკა ლაგოდეხში და თელავის რაიონული საავადმყოფო.
კახეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დღეის მდგომარეობით, რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1333- ს მიაღწია. ბოლო რამდენიმე კვირაში რეგიონში გარდაცვლილია 8 პირი.