ახალი ამბები

თელავში საახალწლო განათებების მონტაჟი დეკემბრიდან დაიწყება

თელავის საახალწლოდ მორთვა და განათებების მონტაჟი დეკემბრიდან დაიწყება. თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

“მერიაში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, როგორც ყოველ წელს, წელსაც 1 დეკემბრიდან იგეგმება ქალაქის მორთვა”,– განუცახადა knews.ge–ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია ნანაშვილმა.

მარიამ ოქროცვარიძე