გურჯაანში 39 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში 39 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი მამაკაცი საცხოვრებელ სახლში ნათესავმა აღმოაჩინა, რის შემდეგაც მან პოლიცია გამოიძახა.
წინასწარი ინფორმაციით, გარეგნული დათვალიერებით გარდაცვლილს დაზიანებების კვალი არ აღენიშნება.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.