მამაკაცი, რომელსაც თელავში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები 69 წლის ანზორ პეტროსიანი, რომელსაც პოლიცია და სახანძრო- სამაშველო სამსახურის თანამშრომლები რამდენიმე დღეა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პენსიონერის ცხედარს სარწყავ არხში მიაკვლიეს. ცხედარს ექსპერტიზა გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრები მამაკაცი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
ხანდაზმულის სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა და ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული როგორც პოლიცია, ისე სამაშველო სამსახური. მომხდარზე გამოძიება პირის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.