ლაგოდეხში კორონავირუსით 80 წლის პაციენტი გარდაიცვალა
ლაგოდეხის ,,არქიმედეს” კლინიკაში კორონავირუსით 80 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ის აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში, სხვადასხვა თანმხლები დაავადებით გადაყვანილი იქნა ყვარლის ,,ევექსის” კლინიკიდან და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.
ეს აღნიშნულ საავადმყოფოში გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.
რეგიონში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის 63 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, ინფორმაცია 24 მოქალაქის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.
კახეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 588 -მდე გაიზარდა.
აქედან თელავი -182, დედოფლისწყარო -21, გურჯაანი- 141, სიღნაღი -49, ყვარელი -82, ლაგოდეხი – 54, ახმეტა -34, ხოლო საგარეჯო -25.
კახეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 147- მა მოქალაქემ დაამარცხა.