ახალი ამბები

თელავს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება

თელავში უახლოეს მომავალში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი აშენდება.

სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება.

„თელავის მუნიციპალიტეტმა სტადიონის მშენებლობის პროექტი შეიძინა, რომელსაც დააფინანსებს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადდება ტენდერი. ახალი სტადიონის მშენებლობისთვის დაახლოებით 16 მილიონი ლარია გათვალისწინებული“, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.