გრიგოლ ვაშაძე თელავსა და სოფელ ნაფარეულში მოსახლეობას შეხვდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თელავსა და სოფელ ნაფარეულში მოსახლეობას და პარტიის აქტივისტებს შეხვდა.
შეხვედრისას გრიგოლ ვაშაძემ სოფლებში არსებულ პრობლემებზე, მისი მოგვარების გზებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი განმარტებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში არსებული გამოწვევების დასაძლევად და პეობლემების მოგვარებაზე აქტიურად იმუშავებენ.
,,გავეცანით ადგილობრივების მთავარ პრობლემებს. მოსახლეობას მოუწესრიგებელი ინფრასტრუტურა და გაზრდილი ემიგრაციის მიმდინარე პროცესი აწუხებს. არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში სოფლის მოსახლეობას დახმარებას ვპირდებით”, – განაცხადა შეხვედრისას გრიგოლ ვაშაძემ.