ფერადი შემოდგომა თელავში- ბლოგი
თელავური შემოდგომა ყოველწლურად ულამაზესია. თუ ფიქრობ სად წახვიდე ოქროსფერი ხეების და შემოდგომის სილამაზის შესაგრძნობად აუცილებლად უნდა ეწვიოთ თელავს.
ამ დროს თათარაობა იწყება. ეს არის ტრადიცია, რომლის სანახავადაც შორეული ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიან. ასევე შემოდგომის ტრადიციას შეგვიძლია მივაკუთვნოთ თონეში გამომცხვარი ცხელი შოთი და მისტანებელი საოცარი კერძები.
აღსანიშნავია, რომ ამ დროს სასტუმროს ფასები ბევრად იაფია ვიდრე სხვა ნებისმიერ სეზონზე.
შემოდგომა, რომ შეიგრძნო უნდა ჩამოხვიდე თელავში. მთავარი პირობა კი გომბორის გზის გამოვლაა, რომელიც ჩვენს სამყაროში შემოსვლის მთავარი კარია.
შთაბეჭდილებით დახუნძლულს აუცილებლად შეგიყვარდება აქაურობა, შეიძლება სამუდამოდაც გადაწყვიტოთ დარჩენა.
ჩვენი ქალაქი მოგხიბლავთ თავისი სიმშვიდით, ფერადოვნებით, სიყვარულითა და სიგემრიელით. ბევრი კარგი ტრადიციით, რომლის სანახავადაც თელავში აუცილებლად უნდა ჩამოხვიდეთ.
ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე