ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი ძმები სოფელ ქვემო ალვანიდან – ფოტოები
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები ძმები, გივი და თემო აბაიძეები ხის მხატვრული დამუშავების ოსტატები არიან. ისინი აღნიშნულ საქმეს რამდენიმე ათეული წელია მისდევენ.
მათი თქმით, სახელოსნო „თურსა“ სადაც ხის ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. მათი განმარტებით, სახელოსნოს სახელწოდება დაკავშირებულია ხის ერთ-ერთ ჯიშთან. თურსა ეს არის ხე-ბუჩქი, რომელსაც თუშები მისი განსაკუთრებით მაგარი სტრუქტურის გამო იყენებდნენ საყოფაცხოვრებო ჭურჭლის, მათრახის ტარების და სხვა სამეურნეო თუ საყოფაცხოვრებო ნივთების დასამზადებლად.
სახელოსნოს ერთ-ერთი მფლობელი, გივი აბაიძე წარმოშობით გომეწრის ხეობის სოფელ საჩიღოლოდანაა. მან ტრადიციული ხელსაქმე ბაბუისგან და მამისგან ისწავლა. მისი შვილი თემო კი ამ ტრადიციების გამგრძელებელია.
,,სახელოსნო აწარმოებს სხვადასხვა ტიპის ავეჯს, საცხოვრებელი სახლის ჭვირულ აივნებს, რომელიც ტრადიციული იყო თუშეთის საცხოვრებელი სახლისთვის. გარდა ამისა, ამზადებენ დაჩარხულ ჭურჭელს, გობებს, ლარნაკებს, ლუდის კათხებს, ზარდახშებს და სხვადასხვა აქსესუარებს. სახელოსნოში შექმნილი ნაკეთობები უმაღლესი ხარისხის ხის მასალისგან მზადდება.
კონკრეტულად კი კაკლის, წიფლის, თელას, მუხის მასალისგან. ტრადიციულად სამასალედ ხეს შემოდგომაზე ან ზამთარში იჭრება, მაშინ, როდესაც იგი მშრალია. ამ დროს დამზადებული ჭურჭელი უფრო მაგარია და არ სკდება”,- აცხადებენ სახელოსნოს მფლობელები.
სახელოსნოში ოსტატები ვიზიტორებს სთავაზობენ ხის ჭურჭლის დამზადებას, გამოჩარხავს და ხეზე კვეთის პროცესში მონაწილეობის მიღებას. ისინი აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებსა და გამოფენებში.
წყარო: თუშური ბრენდი