კახეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
კახეთის რეგიონში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან უმეტესობა – 5 შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტში.
გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. COVID-19 დაუდგინდა ასევე გურჯაანში 3 მოქალაქეს, სიღნაღსა და თელავში კი 2 ადამიანს.
კახეთიდან თბილისში PCR ტესტირებისათვის გუშინ ჯამში 619 ნიმუში გაიგზავნა, საიდანაც 11 მოქალაქის პასუხს სპეციალისტები ამ დრომდე ელოდებიან.