ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების თქმით, “მინივენის” და “ოპელის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი მგზავრი დაშავდა.
შედარებით მძიმეა 29 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც სხეულის მრავლობითი მოტეხილობით ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
დაშავებულს ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მუშაობენ ექსპერტ- კრიმინალისტები.