ახალი ამბები

სოფელ სანავარდოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ სანავარდოსთან მოხდა.

თვითმხილველების თქმით, მოპედს საპირისპიროდ მოძრავი სატვირთო მანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ადგილზე გარდაიცვალა მოპედის მძღოლი.
მომხდარის მიზეზებს სამართალდამცველები სწავლობენ.