კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ორი ახალი შენობა გაიხსნა
კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი ახალი შენობა გაიხსნა.
კაჭრეთისა და წნორის გადაუდებელი დახმარების ცენტრების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
ადმინისტრაციული შენობები საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ ირაკლი შიოშვილთან და კაჭრეთისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად მოინახულა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა აღჭურვილი.
კახეთის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის უკვე ექვსი ახალი შენობაა გახსნილი.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივ თვითთმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.