თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა
თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
ეგახსენებთ, რომ თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მანქანა ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, მანქანაში 12 ადამიანი იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაცით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თბილისიდან, ასევე გაემგზავრნენ დამატებითი სამაშველო ჯგუფები და სამედიცინო პერსონალი.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ერთ-ერთი პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. დაშავებული 40 წლამდე მამაკაცია