ყვარელში მომხდარ ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ყვარელში მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალნენ. მანამდე ერთი ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ თელავი-ყვარლის ავტომაგისტრალზე მოხდა. “მერსედესის” მარკის ავტომობილში სულ 5 ადამიანი იჯდა. ორი დაშავებული ახალგაზრდა კი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გარდაცვლილები ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ცხოვრობდნენ.
როგორც knews. Ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.