ახალი ამბები

გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

აღნიშნული რეკომენდაცია ეპიდემიოლოგებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც სკოლის რამდენიმე მასწავლებელს და მათ ოჯახის წევრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებულები ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ მუსიკალური სკოლის თანამშრომლებთანაც, ამიტომ სპეციალისტებმა ათეულობით კონტაქტის მოძიება დღეს დილიდან აქტიურად დაიწყეს.