სოფელ მატანში ორსულ ქალბატონსა და 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის სოფელ მატანში 11 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.
,,მატანში სკოლის პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი. ის იმყოფებოდა გორში ქორწილში. ასევე ახლო კონტაქტებიი ჰქონდა სხვა პირებთანაც. კონტაქტებიდან 10 თვის ბავშვს და ორსულ ქალს დაუდასტურდა კორონავირუსი. მისი ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია და მათ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. კიდევ ვცდილობთ კონტაქტების მოძიებას და სრული სურათი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ დაიწყება სწავლა და რამდენი ხნით გადაიდება ჯერ არ ვიცით”,– განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.